"წიწიბურა ასუქებს... უფრო კალორიულია, უფრო მეტი შაქრის შემცველია" - როდის უნდა მიირთვათ, რომ წონაში არ მოგიმატოთ
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი წიწიბურას თვისებებზე სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიან მიკვირს ხოლმე განსაკუთრებით რუსული და ქართული საზოგადოებების აღტაცება წიწიბურათი, გერმანულად ,,Buchweizen,, ჰქვია.
კარგი პროდუქტია სპორტსმენებისათვის, რომელთაც სურთ კალორიული კვება და ამის გამო სწრაფი მოსანელებელი საკვები.
მათთვის ეს უბალასტო და მაღალკალორიული საკვები პირდაპირ მისწრებაა.
არადა, ხშირად ნახავთ, რომ წიწიბურას ,,ბალასტიანობას,, და ამის გამო ჯანმრთელობის ფაქტორს აქებდნენ.
პირიქითაა.
სამჯერ ნაკლები ბალასტური ნივთიერებებია წიწიბურაში.
ჩვეულებრივ ხორბლის პროდუქტთან შედარებით წიწიბურა უფრო კალორიულია, უფრო მეტი შაქრის შემცვლელია და სამჯერ ნაკლებია ,,ბალასტური ნივთიერებები,,.
არადა, სწორედ ეს ,,ბალასტური ნაწილია,, ჯანმრთელობის და კუჭნაწლავის სისტემის ,,ვარჯიშის,, გარანტია
არის გარკვეული ქრონიკული ანთებითი პროცესები ნაწლავში, როცა ნაკლები ბალასტური ნივთიერებაა უკეთესი, მაგრამ, ზოგადად ბალასტური ნივთიერება აფერხებს რეფლუქსის ანუ კუჭის და 12გოჯადან სიმჟავის ზემოთ ამოტანის პრობლემას.
თუკი სპორტულად არ ხარ აქტიური, წიწიბურა უბრალოდ ასუქებს.
სპორტულად აქტიურისთვის, ფიტნეს კლუბში რომ დღედაღამ ათენებს და აღამებს, არის შესანიშნავი საშუალება.
სსრკს დროს ეს კარგი ,,გაძღომის,, საკვები იყო, კალორიული, სწრაფი გაძღომის ეფექტით.
ყველაფერი კარგია, თუ არ გადავაჭარბებთ.
რათქმაუნდა, გლუტეინის არარსებობის გამო, რომელიც ხორბალშია და რომლის წინააღმდეგაც ადამიანთა ნაწილს ახასიათებს აუტანლობა, აი ამ ადამიანებისათვის ,,გრეჩიხა,, კარგი საშუალებაა.
სხვათაშორის, აზიური წარმოშობა აქვს ,,გრეჩიხას,, და ბევრ აზიელს აქვს გლუტეინის აუტანლობა.
ვიტამინებზე და ამგვარ რამეზე არ ვსაუბრობთ, რათქმაუნდა, რაღაც იქ მეტია და აქ ნაკლები.
საუბარია ,,წიწიბურა ჯანმრთელია,, ,,წიწიბურა წონაში მომაკლებინებს,, და მსგავსი რამ.
სპორტის გარეშე წიწიბურა მხოლოდ და მხოლოდ ასუქებს", - წერს ფრანგიშვილი ფეისბუქზე.