თეგებით ძიება

“აქცია არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ”- აფხაზური ოპოზიცია

აფხაზურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება “არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ.”

“პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია მთელი თავისი მმართველობის მანძილზე ცდილობდა, ეს ურთიერთობები საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, მანიპულირებდა საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად.

ჩვენი მხრიდან იყო არაერთი გაფრთხილება, რომ ამგვარი რიტორიკა და აშკარა სიცრუე, რომელსაც ბჟანიამ უსირცხვილოდ ავრცელებდა, შესაძლოა გავლენა ჰქონოდა არა რუსეთთან ურთიერთობაზე, არამედ აფხაზეთის შიდა ვითარებაზე. ამ მანიპულაციებს მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვა, რამაც, პირველ რიგში, თავად ბჟანიას დაარტყა და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ “არა მოკავშირეებთან დასაპირისპირებლად, არამედ აფხაზეთის ეროვნული ინტერესების, მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის დასაცავად, რომლის უზურპაციასაც ბჟანია პირადი სარგებლობისთვის ცდილობდა.”

“აფხაზ ხალხს ყოველთვის ჰქონდა ერთი მთავარი მოთხოვნა: დაიცვას მოქალაქეების ინტერესები. მაგრამ, ამის მიუხედავად, არც პრეზიდენტმა და არც პარლამენტმა ხალხის ხმას დღემდე არ მოუსმინეს.

“აღსანიშნავია ისიც, რომ უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებიც მომიტინგეებს უჭერდნენ მხარს, აფხაზური საზოგადოების ერთიანობის კიდევ ერთი დასტური გახდა ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობისა და სამშობლოს დაცვის საკითხი – განურჩევლად პოლიტიკური პრეფერენციებისა – აერთიანებს ქვეყნის ყველა მოქალაქეს”, – ვკითხულობთ აფხაზური ოპოზიციის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები პარლამენტის შენობაში ბრუნდებოდნენ.

ადგურ არძინბამ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ “ზოგიერთი პროვოკატორი ყველა მედიაში ცდილობს დაწეროს, რომ აქ ანტირუსული ძალები არიან შეკრებილი.”

“რუსეთი!” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები ადგურ არძინბას მიმართვის შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა