თეგებით ძიება

"მოგახაროთ მინდა ჩემი თავგადასავალი..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"განა არ მერიდება ამ პანდემიაში ეს აღსარება, მაგრამ მოგახაროთ მინდა ჩემი თავგადასავალი, რომ ნორმალური ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე დღეს: ლექცია ჩავატარე არა ონ, არამედ ოფლაინ, პირისპირ მაშასადამე, არა თითო-ოროლად, არამედ ერთად ბევრი ხალხი ჩემი თვალით ვნახე! თურმე არსებობენ! ოფ-მეთქი ფრენდნო, გესმით ხომ, რასაც ნიშნავს ეს ყველაფერი? ამის მერე ორგანული კვების ობიექტში მოცვის ფრეში გავაწურინე და ზედ სენდვიჩიც მივცხე გასუქებაზე ყოველგვარი დარდის გარეშე, ნაცნობებსაც გადავეყარე სადაც, ძველი და კარგი დროიდან და ბედნიერი გავხდი მოგონებებით, შემდეგ კი ოტია ჩაგელიშვილის უსაოცრეს გამოფენას დავესწარი და ამ ფერებმა ჩემი აპრილი კიდევ უფრო აავსო სიხარულით. სენდვიჩი ვერ წამოგიღეთ. გამოფენიდან კი გამოვიყოლე სურათები თქვენთვის", -წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა