ექსკლუზივი - ერთ თვეში ფილმების ონლაინ ყურება იკრძლება
ერთ თვეში ფილმების ონლაინ ყურება იკრძლება.
მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ივნისიდან კინოსაიტებზე ფილმების ყურება ფასიანი ხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანომ 2020 წელს მიიღო, თუმცა, პანდემიის გამო აღსრულება ერთი წლით გადადეს.
2021 წელის 21 აპრილს კინოსაიტების მფლობელებთან გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ყველა საიტი ვალდებულია მოიპოვოს ლიცენზია საიტზე განთავსებული ფილმებისთვის ან ყველა ულიცენზიო კინო მოხსნან ჩვენებიდან.
როგორც TIA.GE-ს ერთ-ერთი კინოსაიტის მფლობელმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ავტომატურად გამოიწვევს უმსხვილესი კინოსაიტის აჭარანეთის მონოპოლიას და შედარებით მცირე საიტები დაიხურება.
კომისიის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მოსალოდნელია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოწვევს, თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
რაც შეეხება ფილმების ღირებულებას ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი სატარიფო სქმეა იქნება დაწესებული.
როგორც ცნობილია, აჭარანეთი ამჟამად აწარმოებს მოლაპალაკებებს - ორ უმსხილეს რუსულ ლიცენზირებულ კინოპორტალებთან.