თეგებით ძიება

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო მუშაობაში სამშაბათიდან ჩაერთვება

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია სამშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. აღნიშნული საკითხის გადახედვა ხელისუფლების ოპონენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, ამიტომ გუშინდელ სხდომას მხოლოდ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ:

"ჩვენ ვისაბრეთ, ჩვენი, ანუ შარლ მიშელის დოკუემნტზე ხელის მომწერი პოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით კოორდინაციაზე, იმაზე, რომ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა და იქ დავესწრებით, რა თქმა უნდა. ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში, დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაციები გვექნება",- განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა