მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას მოინახულებს
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელიას შეხვდება. კონსულტაციის მთავარი საკითხი 20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაო იქნება.
ხაზარაძის თქმით, მელიასთან ევროკავშირის გირაოზეც ისაუბრებს.
"საპარლამენტო კომისიის შექმნას 50 დეპუტატი სჭირდება. "ლელოს" პოზიციაა, რომ 20 ივნისის ყველა თემა უნდა იქნას საზოგადოებისთვის ცნობილი. უნდა ვესაუბრო ევროკავშირის გირაოზე, რომელიც არის შანსი და მისი გამოყენება არის "ქართული ოცნებისთვის" გალაწუნება, მსგავსი გარანტიები სხვა ქვეყნებში არ გაიცემა, ევროკავშირი დანაშაულისთვის გარანტიებს არ გასცემს, ვისურვებდი, რომ ნიკა მელია აღდგომას შეხვდეს სახლში", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.