თეგებით ძიება

"ლაშამ საკუთარი ძმის ხსოვნას მიუძღვნა მთავრობასთან ბრძოლა, 13 ივნისს ლაშას უფროსი ძმა სტიქიის დროს დაიღუპა" - რას წერს ელისო ჯარიაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე?

"ლაშა გაბიტაშვილი არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე, ღირსეული კაცი, რომელმაც საკუთარი ძმის ხსოვნას მიუძღვნა მთავრობასთან ბრძოლა", - ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლაშამ სამართლებრივი დავა მოუგო და ამხილა ხელისუფლება.

"ლაშა გაბიტაშვილი არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქე, ღირსეული კაცი, რომელმაც საკუთარი ძმის ხსოვნას მიუძღვნა მთავრობასთან ბრძოლა.

ლაშამ სამართლებრივი დავა მოუგო და ამხილა ხელისუფლება, რომლის დანაშაულებრივი უმოქმედობით 13 ივნისს ლაშას უფროსი ძმა სტიქიის დროს დაიღუპა.

ლაშა ჩემთვის გამორჩეულ რესპონდენტად და ბრძოლის სიმბოლოდ რჩება!

შენ ვერაფერს დაგაკლებენ ეგ პატარა კაცები! ძალიან ცხადად ვხედავ მათ ფლოსტებს სანაგვეზე!" - წერს ელისო ჯარიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა