თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში ხვდება

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ნაცმოძრაობის" დაპატიმრებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიასთან ციხეში ხვდება.

როგორც ხაზარაძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიასთან ევროკავშირის გირაოსა და პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხებზე ისაუბრებს.

"უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. პირველი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლდა პარლამენტში შესვლისთანავე. მინდა ორ თემაზე ვესაუბრო ნიკა მელიას. პირველი - ევროკავშირი და მსიი ფონდები დამნაშავეეებისთვის გირაოს არ იხდიან. ეს ფაქტი უნდა იყოს გამოყენებული აუცილებლად. მეორე -
"ლელო" შევიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის საქმეს და სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ამნისტიის კანონის მიღება, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა