თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელია იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა

ნიკა მელია იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა, - ამის შესახებ განაცხადა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მოინახულა.

მისი თქმით, მელია ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.

“ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება. სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ “ოცნებამ” დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია”,- განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა