თეგებით ძიება

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას ნიკა მელიას თანხმობა არ სჭირდება - ადვოკატები

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულები დაწესებულებაში ნიკა მლიასა და მის ადვოკატებს შორის შეხვედრა დასრულდა. საპატიმროდან გამოსულმა უფლბადამცველებმა ჟურნალისებთან გაკეთეს განმარტება და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს:

"ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა ნიკა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა, ამიტომაც ცდილობენ, რომ გაახანგრძლივონ ნიკა მელიას პატიმრობა. არაფერ შუაში არ არის ნიკა მელიას თანხმობა. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ დასრულდეს ნიკა მელიას პატიმრობა, მათ აქვთ სამართლებრივი არა ერთი მექანიზმი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თავისუფლდება ამის შედეგად ნიკა მელია და შემდეგ დგება რამდენიმე დღიანი, ან კვირიანი ვადა გირაოს გადახდის", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

უფლებადამცველ დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, გირაოს გადახდას მელიას თანხმობა არ სჭირდება, საჭიროა პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით:

"ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელიას უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ამ შემთხვევაში ორივე შტო, პროკურატურაც და სასამართლოც არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა საძაგლიშვილმა..


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა