„ნიკა მელიაზე ხომ არ დგას ეს სამყარო?!“ - მეგრელიშვილი
„ეს იწილო-ბიწილო ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? ნიკა მელიაზე ხომ არ არის დამოკიდებული ეს სამყარო?,“-ამის შესახებ „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს გეგმა და ეს დასავლელ პარტნიორებთან არის შეთანხმებული.
„ეს იწილო-ბიწილო ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს? ასევე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დასრულების მექანიზმი არის ამნისტია. ნიკა მელიაზე ხომ არ არის დამოკიდებული ეს სამყარო? ნიკაზე ხომ არ დგას სამყარო? შეუძლებელია, რომ ერთი ადამიანის სურვილებით იმართებოდეს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში.
ჩვენ დღეს გეგმა ასე თუ ისე გვაქვს. გეგმა, რომელიც ჩვენს მეგობრებთან არის შეთანხმებული და ახლა ამოცანა არის ამ გეგმის შესრულება“, - აცხადებს მეგრელიშვილი.