თეგებით ძიება

უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, ციხის პატიმრებს შეშურდებათ - ვახტანგ მეგრელიშვილი

მთელი წელია, ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, მივიდნენ და იმუშაონ უქმე დღეებშიც, ასე რომ ვისაც მუშაობა სურს, შეუძლია იმუშაოს.

"მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ. მოვისმინე ასევე "ქართული ოცნების" წინადადება - მობრძანდნენ პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ დღესაც. დღეს მაგალითად, ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ", - განაცხადა მეგრელიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა