ხარაგაულში გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
ხარაგაულში ჩინური სამშენებლო კომპანიის "ჰუნანის" 250 თანამშრომელი იფიცება. როგორც დასაქმებულები აღნიშნავენ, გაფიცვის მიზეი ხელფასის მომატების მოთხოვნაა, რომელიც შესრულებული სამუშაოს შესაფერისი არ არის. ისინი სამსახურში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
"მაგისტრალზე ვაპირებთ გაფიცვას. მაგისტრალის გვერდზეა ქარხანა. ჩვენი მთავარი მოთხვნა, ხელფასების გაზრდა იქნება. სამუშაო მეტად მძიმე შესასრულებელია და ხელფასი მეტად დაბალი. ყველაფერი რომ გაძვირდა მაგის გამო ჩვენი ხელფასი არაფერია, ძალიან ძნელია ამ ხელფასით ოჯახის შენახვა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, გამორიცხულია ხელფასის მომატება, ფული რომ გაუფასურებულია, თქვენი მთავრობის ბრალიაო"- ამბობს კომპანიის თანამშრომელი.