რუსეთმა ბირთვული აფეთქებისგან დამცავი გადასატანი ბომბსაფრების დამზადება დაიწყო
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა გადასატანი ბომბსაფრების სერიული წარმოება დაიწყო, რომლებსაც სხვადასხვა სახის საშიშროების, მათ შორის ბირთვული აფეთქების დამრტყმელი ტალღისა და რადიაციის, წინააღმდეგ არის გამძლე.
საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ KUB-M ტიპის ბომბსაფრები ხსენებული და სხვა ტიპის ბუნებრივი თუ ხელოვნური საშიშროებების წინააღმდეგ 48-საათიან თავშესაფარს უზრუნველყოფს.
საშიშროებების ჩამონათვალი სტანდარტული შეიარაღებით გამოწვეულ აფეთქებებსა და შრაპნელს, ასევე შენობების ნანგრევები და სახიფათო ქიმიური ნივთიერებები და ხანძარი.
KUB-M-ის ბომბსაფარი ორი მოდულისგან შედგება, ერთი ოთახი 54 ადამიანს იტევს, მეორე კი ტექნიკური ბლოკია. ამასთანავე, ინსტიტუტის თქმით, მასზე ახალი მოდულების დამატებაც შეიძლება.
სამინისტროს კვლევითმა ინსტიტუტმა დაამატა, რომ აღნიშნული ცნობა მიმდინარე კრიზისთან კავშირში არ არის, თუმცა, განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთში შორი რადიუსის რაკეტებით იერიშების მიტანის ნება დართო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
წყარო: ტაბულა