თეგებით ძიება

"მართლა გეგონათ, რომ სამნიძემ და ვაშაძემ შთაბერეს საღი აზრი ქალბატონს?"

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ 29 აპრილს შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო. ფაქტს სოციალურ ქსელში "ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება:

"სალომეს გუშინდელი გადაწყვეტილებით აღშფოთებულები, ღადაობთ, თუ მართლა გეგონათ, რომ სამნიძემ და ვაშაძემ შთაბერეს საღი აზრი ქალბატონს?
ეგებ შეგრცხვეთ პროცესის იმიტაცია, იმის დასამტკიცებლად, რომ ვითომ რაღაც პროცესს ქმნით?
ესეც ხომ დამატებითი იმედგაცრუებების საფუძველი გახდება?
რატომ ცდილობთ ფუჭი მოლოდინების შექმნას მოქალაქეებისთვის?
რაც მოატყუეთ, საკმარისი არ არის?", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა