თეგებით ძიება

რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, "დუშკაბინიდან" მიმართვისას, რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი? - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, დღეს რუსთავში შეხვედრის დროს, დუშკაბინიდან მიმართვისას, თუ რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?

რატომ არ არის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო, საქართველოს მიერ უცხოური სესხებით ნაყიდი ავტობუსებითა თუ მარშუტკებით მგზავრობისას?

რატომ აქვთ ივანიშვილისა და მისი დამქაშების მფლობელობაში არსებული ქარხნების - ცემენტის ქარხნის, აზოტის ქარხნის და მეტალურგიული ქარხნის მუშებს მიზერული ხელფასები? - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა