პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში იყო - ირაკლი კუპრაძე მოლაპარაკების ჩაშლაზე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს არ სჯერა, რომ გახარია -ხაზარაძის მოლაპარაკება ლევან ცუცქირიძის განცხადების გამო ჩაიშალა.
როგორც კუპრაძემ “რეაქციაში“ განაცხადა, გახარიას გადაწყვეტილებით, “პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში ჩავარდა“.
ლევან ცუცქირიძის გაცხადების გამო ჩაიშალა ეს ყველაფერი? მე გეტყვით, რომ არ მჯერა ამის, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის გადასადგამი ნაბიჯი, შუა ველის შეკრება დააზიანო ერთი პოლიტიკური განცხადების გამო, წარმოუდგენელია ჩემთვის. გუშინ საღამოს თუ შეთანხმება არსებობდა ყველა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხზე, დღეს დილით რა მოხდა, რა შეიცვალა, ამაზე პასუხი არ გვაქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში ჩავარდა, ლევან ცუცქირიძის განცხადების გამო მოლაპარაკების ჩაგდება არის სრულიად წარმოუდგენელი, როცა ყველაფერზე თანახმა ხარ ამ პროცესში" - ამბობს კუპრაძე.
კუპრაძე ირწმუნება, რომ ცუცქირიძეც და ანა დოლიძეც შეთანხმებაზე ხელმოწერაზე თანახმა იყვნენ.
ხელმოწერა იყო დარჩენილი, რომელიც შეიცვალა ერთი სატელეფონო ზარით, რომ თურმე ლევან ცუცქირიძის განცხადება იყო მიუღებელი, რის გამოც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეთანხმება გადაავადეს" - თქვა კუპრაძემ.