თეგებით ძიება
19. 09. 2024 მსოფლიო

26 სექტემბერს, ბაიდენი თეთრ სახლში ზელენსკის შეხვდება

26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან - ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს. 

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც. 

"ლიდერები ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე უკრაინის სტრატეგიაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის გვერდით დგომის შესახებ", - წერს თეთრი სახლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა