“ეს შეიძლება ომის გამოცხადებად ჩაითვალოს” – ჰასან ნასრალი პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებს ეხმაურება
"ეს შეიძლება ომის გამოცხადებად ჩაითვალოს", - ამის შესახებ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალი მიმართვაში საუბრობს და პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებს ეხმაურება. ამბობს, რომ ტერორისტულმა ჯგუფმა ამ თავდასხმით "დიდი და უპრეცედენტო" დარტყმა განიცადა.
მან ასევე პირობა დადო, რომ "ჰეზბოლა" მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოახერხებს და ისრაელზე თავდასხმებს არ შეაჩერებს.