თეგებით ძიება

ღიად და გასაგებად უნდა თქვათ, რაზე ვერ შეთანხმდით. მოგვიყევით - რა ვერ გაიყავით - ირაკლი აბსანძე

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ბოდიში, მაგრამ ორივე მხარემ ღიად და გასაგებად უნდა თქვათ, რაზე ვერ შეთანხმდით.

ახლა და აქ პოლიტიკა სტარტეგიული ბუნდოვანების ადგილი არაა.  არც ენჯიო-პროექტების ენაა ახლა საჭირო და არც წინასაარჩევნო ოპტიმიზმის გამოსხივება.

დადექით ბრიფინგზე, ღრმად ჩაისუნთქეთ და ვითომ-ვითომ პოლიტსაბჭოებზე როგორც ლაპარაკობთ, ისე მოგვიყევით - რა ვერ გაიყავით - წერს აბსანძე.

ცნობისთვის, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა