თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეგმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის ძლიერ სამხედრო მხარდაჭერასა და უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა.

„არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია პუტინის აზრის შეცვლა. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გათვლები. უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებით შეგვიძლია პუტინს გავაგებინოთ, რომ ძალის გამოყენებით ვერ მიიღებს იმას, რაც სურს. პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო მეტ იარაღს მივაწვდით უკრაინას, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა