თეგებით ძიება

„ჩვენ მოვკალით კესარია, ჩვენ დავანგრიეთ საქართველო, ჩვენ გავამეფეთ სატანა - და არაფერია ამაზე დიდი მისტერია, გვჯეროდეს რომ ვინმეზე უკეთესები ვართ სამყაროში!“ - ირა მელიმონაძე

კომპანია „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი, ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როგორ გავეხვიეთ “არაჩვეულებრივობის” მისტერიაში. 

ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებს აღარ გვაკმაყოფილებს არაფერი ჩვეულებრივი. 

მაგალითად: 

✅ ქუჩაში რომ შემხვდე არაფრით აღნიშნავ რომ დღეს ჩვეულებრივ გამოვიყურები;

✅გასაუბრებაზე რომ გიპასუხო, მე ჩვეულებრივი მარკეტერი ვარ, ვიცი მარკეტინგი, ხან გამომდის ხან არა- გადამაგდებ იმ ათასობით სივში, რომელსაც უკან აღარასდროს მოუბრუნდები

✅ხმამაღლა რომ ვთქვა კითხვა როგორ ხარზე, პასუხი - ჩვეულებრივ… ჩამაჯინდები, რატომ? რამე მოხდა? შენ ეს განწყობა არ გეპატიება. და კიდევ რამდენ რამეს დამავალდებულებ ჩემი არაჩვეულებრივი ხატის შექმნის გამო! 

✅ჩვეულებრივ თუ დავწვები და გარდავიცვლები, გეწყინებათ, სამძიმარსაც დაწერთ ჩემი ახლობლები, მაგრამ თუ ვინმე დანით ყელს გამომჭრის, მარტო დამაგდებს, გამომფატრავს და ამკუწავს, მთელი საქართველო გამიცნობს ამისთვის. 

✅თუ მკვლელი მინდა ვიყო, ვინმეს ძილში მივახრჩობ ჩუმად, დამიჭერენ და გამასამართლებენ, ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აღაშფოთებს, მაგრამ ცნობილი და მისაბაძი მკვლელი მაშინ გავხდები - თუ ავჩეხ ავკუწავ, სუსტს და უმწეოს, საშინელ ვითარებაში და მსოფლიოს მიწვდება ჩემი მკვლელობის შესახებ.

✅ თუ ყელსაბამი მინდა ვიყიდო, (ეს მე დამემართა) 

15 ევროიანი მარგალიტი მქონდა კუბაში ნაყიდი, ვერაფრით მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე, სანამ იტალიაში 3000 ევრო არ მივათხლიშე “ოქროს მარგალიტში, ოღონდ ორი წლის მანძილზე 1000 ჯერ მეკეთა 15 ევროიანი მდინარის “ჩვეულებრივი” მარგალიტები, ეს იტალიური კი სეიფში თვლემს.  

✅ შვილზე თუ იტყვი რომ არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ბავშვი გყავს არავინ გეტყვის ყოჩაღ, როგორი მაგარი მშობელი ხარო, ამიტომაცაა დავათრევთ შვილებს( ჩოგბურთზე, ხატვაზე, მუსიკაზე, კომაროვის სკოლაში, ინგლისურის ცენტრში, ფეხბურთზე, კრივზე და ათას რამეზე ერთდროულად, მერე ხმამაღლა რომ ვთქვათ როგორი არაჩვეულებრივად ნატანჯი შვილები გვყავს ერთმანეთზე უფრო! 

✅ნამცხვრებს ვაცხობ, ჩვეულებრივს, მოხარშული კრემით? რას გეყოფათ ეს რომ გითხრათ, საამისოდ ტაშს ვინ დამიკრავს? ხოდა მოვიგონებ რაღაც აქლემის კლანჭის ფხვნილს, სირაქლემის მთქნარების დროს გამოსუნთქვის მტვერს და ამით შევაზავებ ჩემს ჩვეულებრივ ნამცხვრის კრემს, ამაზე მოგიყვებით და რიგები იდგება - იმის დასამტკიცებლად რომ თქვენ ერთ-ერთი პირველები ხართ, ამ არაჩვეულებრივი სცენის მაყურებლად. 

✅ბინა გინდა ბათუმში? - ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 100 დღე რომ გაატარებ მასში, შეგეძლო ეს 100 დღე ნორმალურ სასტუმროში გეყიდა მაქსიმუმ 30 000 ლარად, მაგრამ არა! 

შენ ყიდულიბ, 56 სართულზე, პანორამული ხედით, უნიკალურობას და ამაში 250-350000 დოლარი უნდა გადაიხადო. ( ცოტას ვაზვიადებ) 

✅სახლი გინდა ააშენო შენი ოჯახისთვის - (შენ, მეუღლე და ორი შვილი) იდეაში 3 საძინებელი და მისაღებ- სამზარეულო ხომ გეყოფოდა? 

არა!!! თუ გადაწყვეტ რომ სხვები გააოცო- 4 სართულს წამოჭიმავ, ათას საჭირო ოთახს გამონახავ, ჩაანთხევ მთელ დროს და რესურსს, ახალგაზრდობას, ცოლ-ქმრულ სიამტკბილობას აგურ, ტალახ, ავეჯ -მატრასების ძიებაში გაატარებ და ასე შექმნი შენს გრანდიოზულ არაჩვეულებრივობას. 

✅ წარმოიდგინეთ რეკლამა რომ შეგხვდეთ - ბინები ჩვეულებრივ ფასად, ჩვეულებრივ თბილისის ერთ- ერთ არაფრით გამორჩეულ უბანში, ასევე არაფრით გამორჩეულ ხედსა და სართულზე, მოგინდებოდა? 

არა! არადა რით არის ახლა რომელიმე სახლი ამაზე ნაკლები კრიტერიუმით? დღეს თუ მთაწმინდის ხედია არაჩვეულებრივი და მიათხლიშავ ამაში 1000 -2000 დოლარით მეტს, მაქსიმუმ 3-4 წელში ეგ ყველაფერი შენთვის მაინც ჩვეულებრივი გახდება, ეიფელის კოშკიც აღარ გიშველის მერე, არც თავისუფლების ქანდაკება აღგაფრთოვანებს! 

✅მობილური - ჩვეულებრივ დასარეკ - სამესიჯოდ სჭირდება მსოფლიო მოსახლეობის 95% , მაგრამ ამაყად ვიხდით 5000 ლარით მეტს, იმიტომ რომ უკანა მხარეს თითის მიდების დროს პოროთრომბინის ანალიზს აკეთებს თავისით.

აღარ გავაგრძელებ!!! - გვაცადეთ ჩვეულებრივი ცხოვრება, გვაცადეთ არაფრით განვსხვავდებოდეთ, რადგან ჩვენ ხომ ყველანი ისედაც ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან ჩვეულებრივი ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ უ რ ი, სიფსიხის ზღვარს იქეთ მიღწეული არაჩვეულებრივი პიროვნებები ვართ! 

ასე შევქმენით ერთმანეთისთვის არაჩვეულებრივობის მისტერია, ასე მივიყვანეთ ერთმანეთი “ჰონკონგის”  დეპრესიამდე (აბა მარტო სიტყვა დეპრესია, არაფერს მოგცემდა)

ასე დაგიწერეთ ეს პოსტიც, რომ მეჩვენებინა რამდენად არაჩვეულებრივი აზროვნება მაქვს.

თუ ეს გაიფიქრე, შენ რა გენაღვლება, ასეც მითხარი, იქნებ 1 წამით მაინც შემიმსუბუქდეს აქ დედამიწაზე მარტო ყოფნა.

ჩვენ მოვკალით კესარია, ჩვენ დავანგრიეთ საქართველო, ჩვენ გავამეფეთ სატანა და ჩვენ ჩამოვკიდეთ ჯვარზე იესო - და არაფერია ამაზე დიდი მისტერია, გვჯეროდეს რომ ვინმეზე უკეთესები ვართ სამყაროში!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა