თეგებით ძიება

"ადამიანები არსენობენ, რომლებსაც ერთი მთელი შარვალი არ აბადიათ. ვაგრძელებთ ნივთების შეგროვებას..." - აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი საქველმოქმედო აქციის შესახებ სციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ტანისამოსა და საოჯახო ნივთებს აგროვებენ.

"იცით, რომ ჯერ ისეა საქმე ქვეყანაში, რომ ადამიანები არსენობენ, რომლებსაც ერთი მთელი შარვალი არ აბადიათ. ვაგრძელებთ ნივთების შეგროვებას და ხვალ, კვირას, 9 მაისს, ნახალოვკაში, დღის 12:00-დან 18:00-მდე "ქარვასლა"-ს შესასვლელთან, ავტოსადგომზე იდგება დიდი მანქანა და შევაგროვებთ ნებისიერი სეზონის, ზომის და ფორმის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და საოჯახო ნივთებს. შეგროვილს ხვალვე წავიღებთ ვანში და გავუნაწილებთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდება!

გთხოვთ, ნუ მოხვალთ პირბადის გარეშე და დაიცავით რეკომენდირებული წესები.
არ დაგეზაროთ რა!
აბა გელოდებით!", - წერს სჯინჯიკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა