"ვერ არის საქმე კარგად... მსოფლიოში ყველაზე “ვაქცინირებული” ქვეყანა დაიკეტა..."სინოფარმი" არ მუშაობს" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინაზე წერს. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღნიშნული ვაქცინა ე.წ. ბრიტანულ და სხვა შტამებზე არ მუშაობს, რისი დასტურიც ყველაზე "ვაქცინირებული ქვეყნის დაკეტვაა.
"ვერ არის საქმე კარგად.. ხომ ვამბობდი, ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ .... და რა? ვინ გიჯერებს
მსოფლიოში ყველაზე “ვაქცინირებული” ქვეყანა სეიშელის (Seychelles ???????? ) კუნძულები, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 62.2% ვაქცინირებულია (შედარებისთვის ისრაელი 55.9%)
ძირითადად (59%) ვაქცინირებულია სინოფარმით (Sinopharm), (გაერთიანებული ემირატების საჩუქარი), და 3.2% ასტრაზენეკათი
2021 4 მაისს დაიკეტა სრულიად კარანტინზე ... ვერ აკონტროლებენ ვირუსის ....
რა თქმა უნდა, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ როგორც მე ადრე ვსაუბრობდი და ჩემი ვარაუდი უკვე “პრაქტიკაში” ხორციელდება, ჩინური ვაქცინა არის დამზადებული “ჩინურ” ძველ ვირუსზე. “ბრიტანული” შტამის წინააღმდეგ ჩინური “ტრადიციული” სინოფარმის ვაქცინა, სავარაუდოდ, არ მუშაობს, სხვა შტამებზე ხომ საერთოდ...
გაერთიანებული ემირატებმა (სინოფარმის დიდი მომხმარებელი) უკვე დაიწყო სინოფარმის მე-3 დოზის ადმინისტრირება, ვინაიდან 2 დოზა საკმარისი არ არის!
რა გვიცავს.... ?
სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)....
ჯანმრთელობას გისურვებთ ...", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
[flash=425,264]
✅ვერ არის საქმე კარგად ???? ხომ ვამბობდი, ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ .... და რა? ვინ გიჯერებს ✅მსოფლიოში ყველაზე...Posted by Giorgi Pkhakadze on შაბათი, 08 მაისი, 2021