43%-იანი ნიშნული გაუგონარი პრეცედენტია - ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის ნიკა მელისთვის გაუგებარია 43%-იანი ზღვარი, რომელიც, თუ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში ვერ გადალახა, რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.
"43%-იანი ნიშნული გაუგონარი პრეცედენტია. დაახლოებით 150 ათას ხმიანი ფორმა მივეცით ხელისუფლებას, მივაბით საპარლამენტო არჩევნების ბედი ადგილობრივ არჩევნებს. ცა და დედამიწა განსხვავებაა ამ ორ არჩევნებს შორის, თავისი სპეციფიკით და ეს ხელისუფლების სასარგებლოა, ყველა ხელისუფლების, ვინც არ უნდა იყოს.
ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა გარანტირებულია" - განაცხადა მელიამ.