თეგებით ძიება

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში სცემეს. ამავე ინფორმაციით, მას თავს „ქართული ოცნების“ წევრები დაესხნენ, სახელდება კონკრეტული გვარებიც.

გიორგი გახარია სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს გამოხატული ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა