თეგებით ძიება

"დღეებს ღრეობაში ატარებენ, სუქდებიან, ადევთ ღიპები, გული გაგისკდებათ ისე გამოიყურებიან" - ცისნამი საყვარლიშვილი ქართველ კაცებზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი კოვიდსიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველო გლობალურად პირველ ადგილზეა.

საყვარლიშვილი სიკვდილიანობის ასეთ მაღალ სტატისტიკურ მონაცემების მიზეზს სოციალურ ქსელში განმარტავს:

"სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, რადგან არავინ არ უვლის საკუთარ თავს.
ახალგაზრდა ბიჭები ადრეულ ასაკში იწყებენ სმას. ყოველ დღე ღრეობაში ატარებენ! უავადმყოფდებათ ორგანიზმი, განსაკუთრებით ღვიძლი!

სუქდებიან, ადევთ ღიპები! გული გაგისკდებათ ისე გამოიყურებიან. არანაირი სწორი კვება, ვარჯიში! გაუბედურებულები არიან! ასეთ დღეში ჩავარდნილმა ორგანიზმა ჰა, ჰა გაქაჩოს 40 ან 49 წლამდე.
ეშლებათ ღვიძლი და კარგად მეყოლეთ, იღუპებიან!

თუკი ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს და არ მოუვლის, ეს მხოლოდ მისი ბრალია!
ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ყველას", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა