თეგებით ძიება

საბერძნეთში ქართველები დააკავეს - ერთ-ერთმა პოლიციელს უკბინა

სალონიკში, დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და ირკვევა, რომ დაკავებულმა, რომელიც სავარაუდოდ, C ჰეპატიტითაა ინფიცირებული, სამართალდამცველს უკბინა.

მედიის ცნობით, 49 წლის კაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა. სხვა დეტალები უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა