29 მამაკაცი 13 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
7 წლის განმავლობაში არასრულწლოვან გოგოზე ძალადობისათვის დასავლეთ იორკშირში პოლიციამ ბრალი წაუყენა 29 მამაკაცისგან შემდგარ ჯგუფს. დანაშაულთა უმრავლესობა ჩადენილია კოლდერდეილში,ზოგიც – ბრედფორდში.
ძალადობის მსხვერპლი აღიარებს,რომ მასზე ძალადობა ხორციელდებოდა 2003–დან 2010 წლამდე, როცა მისი ასაკი შეადგენდა შესაბამისად 13-20 წელს.
მამაკაცთა ჯგუფს ბრალი წაუყენეს რამდენიმე ძალადობრივი ფაქტის გამო, რომელიც უახლოეს წარსულში ჰქონდათ ჩადენილი. დამნაშავეები წარდგებიან ბრედფორდის სამაგისტრო სასამართლოს წინაშე 7 და 9 ივლისს. გამოძიებისას დაკავებული 8 ეჭვმიტანილი პირი განთავისუფლებულ იქნა საბარალდებო სავარძლიდან.
წყარო:newposts.ge