თეგებით ძიება

განხილული იყო მაგალითები, როცა სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა - ანა დოლიძე

სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეებთან საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. განხილული იყო მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, დარჩენილია შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ მექანიზმების გამოყენება დაიწყოს.

„ჩვენ წინაშე იყვნენ ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, მაგრამ, რეალურად, ესენი არიან, ვინც ქმნიან ევროკავშირის პოლიტიკას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები გაყალბდა.

საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. რა უნდა ქნან? სანქციები მაღალ დონეზე, სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც არჩევნები გააყალბა, შესაძლებლობა, რომ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა. იყო განხილული მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა. ყველა მექანიზმი დევს მაგიდაზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები გაყალბდა, უბრალოდ დარჩა შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ საშუალებების გამოყენება დაიწყოს. დღეს საუბარი იყო წნეხის ყველა მექანიზმზე, რათა არაღიარებული იყოს არჩევნები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა