თეგებით ძიება

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიულიკო! უსაყვარლესო და უმაგრესო!“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური მილოცვა იუბილარ დედას

“დღეს დე­და­ჩე­მი, გი­უ­ლი ალა­სა­ნია 78 წლის გახ­და. დღე­საც მისი დილა და­ი­წყე­ბა, ისე­ვე რო­გორც იწყე­ბო­და ბოლო ორ წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი. რაც კლი­ნი­კის სა­პყრო­ბი­ლედ გა­და­კე­თე­ბულ პა­ლა­ტა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, დი­ლით ადრე გა­იღ­ვი­ძებს, მო­მიმ­ზა­დებს სა­უზ­მეს, რაც რო­გორც წესი მო­ი­ცავს ორ მო­ხარ­შულ კვერ­ცხს, შვრი­ის ფა­ფას და ერთ მსხალს ან ვაშლს,“ - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ დე­ტა­ლებ­საც ასა­ჯა­რო­ებს.

“და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ათს უნ­დე­ბა "ვი­ვა­მე­დამ­დე" გზის გავ­ლას და აქ კი უხ­დე­ბა 45-50 წუ­თის ლო­დი­ნი, რაც შედ­გე­ბა ორ­ჯერ გა­ჩხრე­კის­გან და შემ­დეგ "ზემ­დგო­მი ორ­გა­ნოს­გან" 20-25 წუთი ნე­ბარ­თვის ლო­დი­ნის­გან, (რაც ხან­და­ხან 1 სა­ა­თამ­დე იწე­ლე­ბა ხოლ­მე). შემ­დეგ შე­მო­დის ჩემ­თან, ყო­ველ­თვის გა­ღი­მე­ბუ­ლი, არ იმ­ჩნევს თუ ზოგ­ჯერ შე­უძ­ლოდ არის, საკ­ნის ზღურ­ბლთან ტო­ვებს ყვე­ლა­ნა­ირ წუ­ხილს რათა მე არა­ფე­რი შე­ვამ­ჩნიო და ცდი­ლობს თუნ­დაც მცი­რე­დი, მაგ­რამ კარ­გი ამ­ბა­ვი მო­მი­ტა­ნოს.

ასე­ვე ცდი­ლობს მა­ი­ძუ­ლოს ფეხ­ზე დავ­დგე, ცოტა ვი­ვარ­ჯი­შო, თან მიყ­ვე­ბა თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ზე (ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჩარ­თუ­ლია შოთა რუს­თა­ვე­ლის პი­როვ­ნე­ბა­ზე ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ცნო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში), უს­წრა­ფე­სად გა­დის ხოლ­მე ეს დრო და შემ­დეგ მი­ე­შუ­რე­ბა თა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც აწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, ხვდე­ბა მკვლევ­რებს და სტუ­დენ­ტებს.

ამის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბუ­ფეტ­ში ყი­დუ­ლობს ჩემ­თვის ვახ­შამს და ისევ ერ­თსა­ა­თი­ა­ნი გზის და თით­ქმის ერთ სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ შე­მო­აღ­წევს ხოლ­მე ჩემ­თან.

მთე­ლი ეს დრო სულ მი­მე­ო­რებს ხოლ­მე რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რომ ბრძო­ლა სა­ჭი­როა ბო­ლომ­დე და ამა­ვე დროს ამ ყვე­ლა­ფერს ხმა­მაღ­ლა იმი­ტო­მაც ამ­ბობს, რომ თვი­თო­ნაც და­ი­ჯე­როს. ამა­სო­ბა­ში დგე­ბა 6 სა­ა­თი, ბოლო ვადა რომ­ლამ­დეც ის დაშ­ვე­ბუ­ლია და ბრუნ­დე­ბა სახ­ლში პი­კის სა­ა­თის დროს, სა­დაც უკვე ელო­დე­ბა ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბა ნუ­გე­ში და გამ­ხნე­ვე­ბა და რაც მეს­მის, ამა­საც ახერ­ხებს.

ჩვენ ყო­ველ­თვის ახ­ლოს ვი­ყა­ვით ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, როცა მარ­ტო­ხე­ლა დედა მხვდე­ბო­და ხოლ­მე ჯერ სა­ბავ­შვო ბაღ­თან, შემ­დეგ სკო­ლას­თან და დავ­ყავ­დი ინ­გლი­სურ­ზე, იქი­დან კა­ლათ­ბურთზე, სა­დაც მთელს ვარ­ჯიშს ეს­წრე­ბო­და, შემ­დეგ ფრან­გულ­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს­პა­ნურ­ზე და წყალ­ბურთზე. სა­ღა­მო­ო­ბით კი სა­ა­თო­ბით მი­კი­თხავ­და მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

დავ­ყავ­დი ხოლ­მე თა­ვის სამ­სა­ხურ­შიც, ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც მისი თან­დას­წრე­ბით ვსწავ­ლობ­დი გაკ­ვე­თი­ლებს, თვი­თონ კი პა­რა­ლე­ლუ­რად ბევ­რს მუ­შა­ობ­და, ისე რომ 28 წლის ასაკ­ში - 50 წლის წინ უკვე მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დი­რექ­ტო­რი იყო, რაც მა­შინ ძა­ლი­ან იშ­ვი­ათ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენ­და.არ­და­დე­გე­ბის­თვის კი სა­გან­გე­ბოდ გა­და­დებ­და ხოლ­მე ფულს რათა წა­ვეყ­ვა­ნე ბორ­ჯომ­ში ან ეყი­და ახა­ლი უცხო­უ­რი თხი­ლა­მუ­რე­ბი რათა მეს­რი­ა­ლა ბა­კუ­რი­ან­ში. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ძლი­ე­რი იყო და ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა რა­საც ეს ბოლო წლე­ბი აკე­თებს და უძ­ლებს ამან ჩემს ყვე­ლა მო­ლო­დინ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა.

რა თქმა უნდა ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­რეც ბევ­რი ტა­ლა­ხი გა­და­ას­ხეს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ის არის გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ბოლო დროს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, რო­მელ­თაც ხვდე­ბა ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ებ­ში და სხვა სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში.დე­ტა­ლუ­რად გად­მომ­ცემს ხოლ­მე ვინ სად გა­უ­ღი­მა, რა თბი­ლი სი­ტყვა უთხრეს, იმა­საც კი რომ ვი­ღაც კე­თი­ლი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­და, რომ სა­დღაც ფული ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გა­მო­არ­თვეს, მუდ­მი­ვად მი­მე­ო­რებს რომ გა­რეთ ბევრ ადა­მი­ანს ვჭირ­დე­ბი.

მიყ­ვე­ბა ჩემს შვი­ლებ­ზე - ნი­კო­ლოზ­ზე, რო­მელ­საც თან ჰყვე­ბა როცა კი თბი­ლის­ში ჩა­მო­დის თა­ვი­სი მსოფ­ლიო ტურ­ნე­დან, ალი­სა­ზე, რო­მელ­თა­ნაც სა­ო­ცა­რი ორ­მხრი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, ისე რომ ალი­სა თვი­თონ ურე­კავს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო და­ქალს და თა­ვის ამ­ბებს უყ­ვე­ბა. და კი­დევ ერთი - მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი როცა ბევ­რჯერ ეჭვი გამ­ჩე­ნია ვი­დე­ქი თუ არა სწორ გზა­ზე, გი­უ­ლი ყო­ველ­თვის მამ­ხნე­ვებ­და და შთა­მა­გო­ნებ­და რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მა­ინც უპირ­ვე­ლე­სია.

აკე­თებ­და და აკე­თებს ამას ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით და როცა ეჭვი შე­მე­პა­რე­ბა ხოლ­მე სა­კუ­თარ თავ­ში ჩემი მიღ­წე­ვე­ბით და­წყე­ბუ­ლი ადრე ბავ­შვო­ბი­დან. მან მას­წავ­ლა, რომ ფული ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს და მთა­ვა­რია წე­სი­ე­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსა­ხუ­რე­ბა.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­შორ­და ამ წლებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­ირ­კვა რომ მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით იყ­ვნენ მას­თან, მაგ­რამ ამა­ვე დროს შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და შე­ი­ძი­ნა ბევ­რი უან­გა­რო მე­გო­ბა­რი. ჩვენ­თან გმი­რი დე­დის წო­დე­ბას ანი­ჭებ­დნენ იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მეტი შვი­ლი ჰყავს. გი­უ­ლის ვყა­ვარ ერთი შვი­ლი, მაგ­რამ მინ­და თქვენ თვი­თონ გან­სა­ჯოთ არის თუ არა, რა­საც ის გა­დის, ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბა.

ის დღეს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რია, მაგ­რამ მოვა დრო და როცა სხვე­ბი და­წე­რენ ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს და მგო­ნი სწო­რი იქ­ნე­ბა თუ იქ გი­უ­ლი ალა­სა­ნია და­ი­კა­ვებს თუნ­დაც მცი­რე, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გილს.

გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ჩემო გი­უ­ლი­კო! უსაყ­ვარ­ლე­სო და უმაგ­რე­სო!“ - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა