თეგებით ძიება
21. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზას სექტორთან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

თელ-ავივი ცეცხლს 21 მაისის ღამის 02:00 საათზე შეწყვეტს.

მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი დიპლომატები.

საკითხს უშიშროების სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდენენ. მხარეებს შორის მედიატორი ეგვიპტე იყო.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სამხედრო დაპირისპირებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა