თეგებით ძიება
21. 05. 2021 მსოფლიო

EUROCONTROL: ევროპაში საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდის დონეს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) აცხადებს, რომ ევროპაში საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდის დონეს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს.

უწყების მონაცემებით, ევროპის საჰაერო სივრცეში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში განხორციელებული ფრენების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით შემცირდა.

ვაქცინაციის მიმდინარეობისა და ვაქცინების ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობის გათვალისწინებით, ევროპის საჰაერო მიმოსვლის სამი სავარაუდო მოდელი განიხილება.

საუკეთესო სცენარის მიხედვით, თუ სამოგზაურო შეზღუდვები 2021 წლის ზაფხულისთვის ყველგან მოიხსნება, საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი 2019 წლის მდგომარეობას 2024 წლამდე დაუბრუნდება.

თუ ვაქცინაციის ტემპი ევროპასა და მთელს მსოფლიოში ნელი იქნება, საჰაერო მიმოსვლა პანდემიამდე პერიოდის დონეს, შესაძლოა, 2029 წლამდე არ დაუბრუნდეს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რეალობა ამ ორ უკიდურესობას შორის იქნება.

„2021 წელს, სავარაუდოდ, 2019 წელს განხორციელებული ფრენების 50 % გვექნება. მომავალი წლის ბოლოსთვის კი 72 %-მდე გაიზრდება, ხოლო პანდემიამდე პერიოდის დონეს კი 2025 წლისთვის მიუახლოვდება,“- აცხადებენ EUROCONTROL-ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა