თეგებით ძიება
21. 05. 2021 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მშენებლობის შესაჩერებლად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

უკრაინის პარლამენტი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ყველა მონაწილის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.

„უმალესი რადა წარმომადგენელთა პალატასა და სენატს მოუწოდებს, აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მშენებლობის შეუქცევადი შეჩერებისთვის“, - ნათქვამია უკრაინის პარლამენტის განცხადებაში.

უკრაინის პარლამენტში აღნიშნავენ, რომ გაზსადენი რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა