თეგებით ძიება
22. 05. 2021 მსოფლიო

"არ აკოცოთ ქათმებს!" - რატომ აფრთხილებენ ამერიკაში მოსახლეობას

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სალმონელასთან დაკავშირებით ააფრთხილებს და ხალ ინფორმაციას ავრცელებს.

ბაქტერიის პოტენციურ გადამტანად ქათმები მოიაზრებიან და ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ ფრინველებთან ფიზიკურ ურთიერთობას, შეხებას და მსგავსი სახის ქმედებებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაური ფრინველი სუფთა და კარგად მოვლილია, მაინც არის შესაძლებელი ბაქტერიები თქვენს სხეულზე აღმოჩნდეს და დაინფიცირდეთ.

ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ძლიერი ტკივილები მუცლის არეში, დიარეა და ღებინება.

მდგომარეობიდან გამოსვლა მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ინფექციას სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკაში 43 შტატის მასშტაბით 163 ადამიანი დაავადდა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად 1.35 მილიონი ადამიანი ავადდება და 420 კვდება.

rustavi2.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა