თეგებით ძიება
23. 05. 2021 მსოფლიო

"ევროვიზია 2021" იტალიურმა ჯგუფმა მოიგო

მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია 2021", რომელიც ნიდერლანდებში მიმდინარეობდა, იტალიამ მოიგო. გამარჯვებული ჯგუფი Måneskin გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა – ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია, უკრაინა, ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

ევროვიზიის ფინალში 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოდნენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ნიდერლანდები.

საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ის კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით You.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა