საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 972 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 425 „პისიარ“ ტესტით – 9 547.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,04%, ბოლო 7 დღის – 4,21%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 318 599 გამოჯანმრთელდა, 4 622 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 112 192 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 787.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 152 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.