თეგებით ძიება
23. 05. 2021 მსოფლიო

ახალი მომაკვდინებელი ინფექცია ინდოეთში - პაციენტების გადასარჩენად, ექიმები მათ თვალებს აშორებენ

ინდოეთში ახალი და იშვიათი მომაკვდინებელი ინფექცია - "შავი სოკო" (Black fungus), იგივე „მუკორმიკოზისი“ გამოჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში 8,800-ზე მეტი შემთხვევა უკვე არის დაფიქსირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაავადებულთა გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს, მათ შორის ზოგიერთი დაავადებულის გადარჩენა შეიძლება პაციენტებისთვის თვალების ამოღების შემთხვევაში. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტთა 80%-ს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფექცია შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებულ მედიკამენტებთან. მედიკოსების ცნობითვე, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს დიაბეტიკები წარმოადგენენ.

როგორც გამოცემასთან მედიკოსები აცხადებენ, "შავი სოკო" პაციენტებში კოვიდვირუსის დამარცხებიდან 12-18 დღეში ვლინდება.

ახალი ინფექციის ზრდის გამო, ინდოეთის 29 შტატში ეპიდემია გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა