"მთარგმნელთა კოლეგიის" პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
"მთარგმნელთა კოლეგიის" პრეზიდენტი, ალექსანდრე ელერდაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
"შემზარავი ამბავი მოვიდა დილიდან, უსაზღვრო ტკივილის მომგვრელი... ბატონი ალექსანდრე აღარა გვყავს..კორონამ ეს დიდი ადამიანიც წაგვართვა...
სუნთქვაშეკრული ველოდით ყოველდღე ახალ ამბებს...დიდი იმედი გვქონდა, რომ არ დაგვტოვებდა...ბოლოს მთარგმნელებმა გამამხნევებელი სახუმარო ლექსები დავუწერეთ და ჯგუფში დავდეთ... ნახა და გვიპასუხა:
"დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვისო!", ეს იყო მისი ბოლო კომენტარი...იქნებ როგორ უჭირდა, მაგრამ უპასუხოდ არ დაგვტოვა...
სულ მგონია, რომ ცუდ სიზმარს ვხედავ და მალე გავიღვიძებ...
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს, ვინც იცნობდა და ვინც იცის, თუ რა ადამიანი დავკარგეთ...
მე კი, ზუსტად ვიცი, სანამ ცოცხალი ვარ, მუდამ მემახსოვრებით და მადლობელი ვიქნები ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გაგიკეთებიათ!
მშვიდობით, დიდო მაესტრო", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი დარეჯან დანელია ფეისბუქზე.