თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

ბელგიაში, მგზავრობისას, პანდემიის გამო წარსადგენი დოკუმენტების გაყალბებისთვის ერთ თვეში 300 ადამიანი დაჯარიმდა

ბელგიაში, პანდემიის დროს მგზავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტების გაყალბებისთვის ჯარიმა 750 ევროს შეადგენს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის სახით, 5-წლიანი პატიმრობა და 2000 ევროა დაწესებული.

ბოლო ერთ თვეში ბრიუსელის აეროპორტში კორონავირუსზე ჩატარებული ყალბი ტესტის წარდგენისა და ბელგიის საზღვრის გადასაკვეთად საჭირო ფორმაში არასწორი ინფორმაციის მითითების გამო, 300 ადამიანი დაჯარიმდა. საეჭვო დოკუმენტაციის შემთხვევაში, მესაზღვრე ვალდებულია, პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახოს და მათი ნებართვის გარეშე მგზავრს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, რათა ქვეყანამ ვირუსის გავრცელებაზე სადავეები ისევ არ დაკარგოს.

ბელგიაში ზრდასრული მოსახლეობის 46%-ია აცრილი. ბოლო 7 თვის განმავლობაში, კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისათვის, კრიტიკულად მძიმეა 544 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 1 753 შემთხვევა. ბოლო 24 საათში 19 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა