„კესომ ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ კესარიამ, როგორც პირველმა ქართველმა ტრანსგენდერმა ქალმა საქართველოს ისტორია დაწერა.
„დღეს ბევრი განცხადება შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება არის ის, რომ კესო საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე ლამაზ გოგოდ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი. მას ალბათ ყველაზე მეტად უნდოდა მოესმინა, რომ იყო ყველაზე ლამაზი გოგო. დაბერებაც კი ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ტრანსგენდერები ვერ ბერდებიან“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.