პროტესტის 32-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პროტესტის 32-ე დღე - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ცოტა ხნის წინ აქციას ემიგრანტების მარში შეუერთდა. მარშის მონაწილეები პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ.
მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.