თეგებით ძიება
22. 09. 2024 მსოფლიო

ისრაელის არმიამ რამალაში ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისი დახურა

ისრაელის სამხედროები ქალაქ რამალაში, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისში შევიდნენ. სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს გადასცეს ორდერი ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

Al Jazeera-ს პალენსტინის ბიუროს დირექტორმა, ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის ბრძანება პერსონალისთვის მოსალოდნელი იყო.

"ჩვენ ვიცოდით, რომ მთავრობა ამაზე მსჯელობდა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს სამხედრო ადმინისტრაციას არხის დახურვას სთხოვდა. ჩვენ უბრალოდ არ ველოდით, რომ ეს დღეს მოხდებოდა", - თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნიდა იბრაჰიმმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელმა Al Jazeera-ს ოფისი იერუსალიმში დახურა, მაგრამ ტელეკომპანია აგრძელებდა საქმიანობას პალესტინის ავტონომიაში. ისრაელის ხელისუფლება არხს ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს იმის გამო, თუ როგორ აშუქებს ის ღაზის სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და რეგიონის მოვლენებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა