თეგებით ძიება

„ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი  გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი კობახიძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად შუამდგომლობას ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს.

"საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან:

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.

ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული.

ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა