გაეროს გენმდივანი: ვირუსის შესაჩერებლად მსოფლიომ მტკიცედ და ერთიანად უნდა იმოქმედოს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ომშია ჩართული.
„ჩვენ ვირუსთან ომი გვაქვს. გვჭირდება ომის ეკონომიკისა და გადაუდებლობის ლოგიკა, რათა ჩვენი იარაღის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. ყველაზე დაუცველები ყველაზე მეტად იტანჯებიან და ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი შორსაა დასრულებისგან“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს მოუწოდა, ვირუსის შესაჩერებლად მტკიცედ და ერთიანად იმოქმედოს.
„თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც მდიდარი ქვეყნები თავიანთი მოსახლეობის უმრავლესობას აცრიან და ეკონომიკას გახსნიან, ხოლო ვირუსი გააგრძელებს ტანჯვის მოტანას, რადგან მისი გავრცელება და მუტაცია ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ხდება“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.