დღე-ღამეში უკრაინაში 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 334 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2 183 855 შემთხვევა დადასტურდა, 49 436 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 957 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში კორონავირუსზე ტესტი სულ 10 022 457 ადამიანს ჩაუტარდა.
ქვეყანაში უკვე 865 590 ადამიანი აიცრა კორონავირუსზე. მათგან 865 588-მა პირველი დოზა გაიკეთა, 696 კი, ორივე დოზითაა აცრილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.