ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1900-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3 653 551 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 87 456 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 3,4 მილიონზე მეტი პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.