თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

გასულ წელს ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო მეტი ადამიანის მიგრაცია მოხდა, ვიდრე კონფლიქტების გამო - კვლევა

2020 წელს ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო სამჯერ მეტი ადამიანის მიგრაცია მოხდა, ვიდრე კონფლიქტების გამო. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

კვლევის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ამ პრობლემის გამო 55 მილიონი ადამიანის გადაადგილება მოხდა. საუბარია, ძირითადად, საკუთარი ქვეყნების შიგნით გადაადგილებაზე.

შიდა გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო ქვეყნების შიგნით 30,7 მლნ ადამიანის გადაადგილება მოხდა. საუბარია, პირველ რიგში, მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ფილიპინები და ბანგლადეში. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ რეგიონში ყველაზე ძლიერი ციკლონები დაფიქსირდა დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადაადგილებულ პირთა რეკორდული მაჩვენებელი იმ პირობებში დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილებული პირების აღრიცხვის და მათთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა გართულებულია. შესაბამისად, ექსტრემალური ამინდის გამო გადაადგილებულ ადამიანთა რეალური რიცხვი შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა