დეგნანს ოფიციალური წერილით მივმართეთ - შუქრუთის მაცხოვრებლებმა ღამე ამერიკის საელჩოსთან გაათენეს
"ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა შუქრუთის მაცხოვრებლებმა ღამე ამერიკის საელჩოსთან გაათენეს. მათ ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ოფიციალური წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ სახელმწიფოს, "ჯორჯიან მანგანეზსა" და დაზარალებულებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს. აქციის მონაწილეების თქმით, არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც ცენტრალური მათი პრობლემების გადაჭრით არ ინტერესდება:
"სამწუხაროდ არც ადგილობრივი ხელისუფლება, არც ცენტრალური ხელისუფლება რეალურად ამ პრობლემის გადაჭრაში არავინ მონაწილეობას არ იღებს, ამიტომაც მოვედით ჩვენ ამერიკის საელჩოსთან, ქალბატონ კელი დგენანს მივმართეთ თხოვნით, დღეს ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ საელჩოში, რომ ადამიანურად დაინტერესდეს, მიიტანოს ჩვენი პრობლემები გულთან და მედიატორის როლი გაგვიწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჯოჯრიან მანგანეზს შორის", - აღნიშნა აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძემ.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები უკვე თითქმის ერთი თვეა შიმშილობენ, ზოგიერთმა მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა დ პირი ამოიკერა. მათი განცხადებით, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და მიწები დაიმეწყრა.