„უნივერსიტეტის უღირსი ადმინისტრაცია უნდა გადადგეს“ - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
1988 წელს, ქართველ სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა (დღეს მათი გვარები ყველასთვის ცნობილია), გარეჯის პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელიც მალე ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა.
აქციები უნივერსიტეტის წინ მიმდინარეობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ძალისმიერი გზით დაშლას აპირებდა ხელისუფლება. ზუსტად იმ ადგილას, ჭავჭავაძეზე, სადაც დღეს “ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ აქცია დაშალა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ქუჩა გადაკეტეს ცოცხალი ჭაჭვით და ხელიხელჩაჭიდებულები წინ აღიმართნენ მოსალოდნელი დარბევისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. “მამები შვილების დასაცავად”, ასეთი იყო ეს აქცია. ხელისუფლებამ ვერ გაბედა ძალის გამოყენება.
დღესაც მახსოვს იმ აქციაში მონაწილე რამდენიმე პროფესორის გვარი. ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი პროფესორი გურამ თევზაძეც იყო, მაშინდელი სტუდენტის, გიგი თევზაძის მამა.
გუშინ, თბილისის სახელმწიფო უმივერსიტეტმა სტუდენტებს კარები მიუხურა და კარები გაუღო სპეცრაზმს, რომელმაც უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენებით დაარბია საპროტესტო გამოსვლა.
უნივერსიტეტის უღირსი ადმინისტრაცია უნდა გადადგეს - წერს რომან გოცირიძე.